მთავარიUncategorizedერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება

Published on

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვერ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...