მთავარისიახლეებისამართალიიუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

იუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო დავა, რომელშიც ერთ-ერთი მხარეა ტელეკომპანია "რუსთავი 2". რამდენიმე დღის წინ დაწყებულმა სამართალწარმოების პროცესმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

სახელისუფლებო შტოების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადება თუ კომენტარი, რომელიმე მხარის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს, მოსამართლის შეუვალობასა და მიუკერძოებლობას, სამართლის უზენაესობას.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მოსამართლის საქმიანობაზე ზეგავლენის ან ასეთის მცდელობის დაუშვებლობიდან გამომდინარე, მოდავე მხარეებს, მათთან დაკავშირებულ დაინტერესებულ პირებს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შემლახავი განცხადებებისაგან.

გამოხატვის თავისუფლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემა უშუალო კავშირშია მოდავე მხარეთა მიერ კანონმდებლობით მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობების რეალიზაციასთან, რომელიც გულისხმობს მოსამართლის ქმედებისა, თუ სასამართლო აქტების სამართლებრივი გზით გასაჩივრებას დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

"რუსთავი 2"-ის მონაწილეობით მიმდინარე სასარჩელო წარმოება არის ღია და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილია საქმის განხილვის საქვეყნოობის, კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება, რაც ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობას და მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას", – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...