მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმცირესობაში იმედოვნებენ ,რომ შენარჩუნდება პარტნიორული ურთიერთობები და შეერთებული შტატები გააგრძელებს სტრატეგიულ...

საპარლამენტო უმცირესობაში იმედოვნებენ ,რომ შენარჩუნდება პარტნიორული ურთიერთობები და შეერთებული შტატები გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას საქართველოსთან

Published on

    შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი პარტნიორია და ეს ურთიერთობები გაგრძელდება – ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. მათი განცხადებით, მჭიდრო ურთიერთობა კვლავ შენარჩუნდება საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში. ხელისუფლება კი როგორც აქამდე, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.„ამერიკა არის ჩვენი უმთავრესი პარტნიორი ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების თვალსაზრისით. ამერიკის როლი ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ჟენევის პროცესში და ეს რა საკვირველია ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომელიც გაგრძელდება. ახალი ადმინისტრაციების შემთხვევაში, როგორც ამერიკაში ასევე საქართველოში ახალი სივრცეები გაჩნდება ამ თანამშრომლობის გაძლიერების,“- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი დავით ბაქრაძე.არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაში. ისინი იმედოვნებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორული ურთიერთობები შენარჩუნდება და შეერთებული შტატები გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას საქართველოსთან.
   „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, მისი შედეგები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ამ ქვეყანაში დემოკრატიის მომავალზე. მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნების შედეგად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება ჩვენს ქვეყანასთან,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...