მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უფლება გვაქვს ვიცოდეთ მანამ, სანამ გადაწყვეტთ."-ანი წითლიძე ენმ-ს პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

“უფლება გვაქვს ვიცოდეთ მანამ, სანამ გადაწყვეტთ.”-ანი წითლიძე ენმ-ს პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მიმართვა პარტიის წევრმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. "ჩემი პოზიცია პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ასეთია:ძვირფასო პოლიტსაბჭოს წევრებო. პირადად მე გამოვრიცხავ ნებისმიერ კონსპირაციულ შეთქმულებებს, არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო. ვთვლი, რომ ეს პროცესი ენმ არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი შიდა დემოკრატიის განვითარებისათვის და ჩვენ აქაც ინოვატორები ვართ.მესმის რომ რთულია მხარდამჭერების ემოციებისათვის არგუმენტირებული პასუხების გაცემა. მიუღებელია ყველანაირი შეურაცხყოფა ნებისმიერი პირის მიმართ. მაგრამ ამ მხარდამჭერებს აქვთლეგიტიმური კითხვები, მათ შორის კითხვები მაქვს მეც როგორც პარტიის წევრს. სულაც არ მინდა ჩემი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიგებდე, მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ როდესაც აზრის გამოთქმასაც კი არა აქვს აზრი. არ მინდა თუნდაც იმიტომ რომ თქვენს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიმძიმე გადადის ყველა რიგით პარტიის წევრზე და მხარდამჭერზე. ამიტომაც უფლება გვაქვს ვიცოდეთ მანამ სანამ გადაწყვეტთ.იმისთვის რომ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ აღიქმებოდეს მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებად და ფაქტის წინაშე დაყენებას არ გედავებოდნენ აუცილებელია რომ პოლიტსაბჭოს ყველა სხდომა იყოს ღია. ღია იყოს ასევე ის სამუშო ჯგუფები რომლებიც ყრილობის მოსამზადებლად და არჩევნების შედეგების გასაანალიზებლად შექმენით. ეს მისცემს ყველას შესაძლებლობას ჩაერთონ პროცესებში და დარწმუნდნენ რომ არაფერია სანერვიულო. ეს თქვენი უფლება კი არა ვალდებულებაა, თუ გვინდა რომ რეალური შიდა დემოკრატიის განვითარებაზე იყოს საუბარი. ეს მოამზადებს ნიადაგს მშვიდად და დემოკრატიულად მრავლათასიანმა ყრილობამ გადაწყვიტოს როგორი იქნება პარტიის მმართველი რგოლი და ვინ იქნებიან პარტიის ლიდერები ცენტრალურ, რეგიონულ თუ მუნიციპალურ დონეზე და ვის გამოუცხადებენ პარტიის წევრები ნდობას. ვიმეორებ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი სწორი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ასეა შესაძლებელი, სხვანაიარად მიღებული გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ ვიწრო წრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის გამოიწვევს პარტიის შიგნით ლეგიტიმაციის კითხვებს.ნუ დაგვავიწყდება რომ დემოკრატები ამომრჩევლებზე და მხარდამჭერებზე არ ბრაზდებიან, თუ ამომრჩეველი, მხარდამჭერი ან პარტიის წევრი ვერ იგებს პარტიის მიღებულ გადაწყვეტილებას იმას ნიშნავს რომ პარტიამ უკეთ უნდა აუხსნას და დაანახოს მათ გადაწყვეტილების სისწორე. რაც მთავარია მაქსიმალურად ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა პირიქით, ჩაკეტოს.გახადეთ ღია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები, ნუ დახურავთ პოლიტსაბჭოს სხდომებს. გაშალეთ დისკუსიები ამ თემაზე რეგიონებში. ეს თქვენც დაგემხარებათ მხოლოდ თქვენს მხრებზე არ გადავიდეს პასუხისმგებლობა. ისიც გაითვალისწინეთ რომ ენმ ამორჩეველს ნატრობს მათ შორის მმართველი კოალიციური ძალა, არაფერს ვამბობ რადარებიდან გამქრალ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებმაც ბარიერიც კი ვერ გადალახეს."- ნათქვამია მიმართვაში

 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...