მთავარისიახლეებიკონფლიქტებიწითელ ჯვარს ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების უფლებას ისევ არ აძლევენ

წითელ ჯვარს ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების უფლებას ისევ არ აძლევენ

Published on

“წითელი ჯვარი” ცხინვალის ციხეში ექიმის მონახულებას და მისთვის ოჯახის მიერ გაგზავნილი ამანათის გადაცემას ისევ ვერ ახერხებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც. აშშ-ის მისიამ ეუთოში ვენის მუდმივ საბჭოსაც მიმართა. საქმე ორგანიზაციის ანგარიშშიც მოხვდა, რომელშიც საუბარია ექიმის გათავისუფლებასა და რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნაზე.

საკითხში ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეებიც. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ცნობით, თანათავმჯდომარეები, ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებენ. გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს, ის საოკუპაციო რეჟიმის ბრალს არ აღიარებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...