მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის ქალაქ დიარბაქირში მძლავრი აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მძლავრი აფეთქება მოხდა

Published on

დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8 საათზე თურქეთის ქალაქ დიარბაქირში უსაფრთხოების ადგილობრივი დეპარტამენტის შენობასთან მძლავრი აფეთქება მოხდა, აფეთქების წყაროდ სახელდება იქვე მდგარი  დანაღმული ავტომობლი 
წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 8 და დაშავებულია 100 ადამიანი.  ეს ინფორმაცია ქვეყნის პრემიერმინისტრმა დაადასტურა.
აფეთქებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ პროქურთული  საპარლამენტო პარტიის 11 დეპუტატის, მათ შორის პარტიის ორი  თანათავმჯდომარის  დაკავება, ისინი ანკარასა და დიარბაქირში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამთენიისას დააპატიმრეს. 
მათი სახლების გარდა, სამართალდამცველებმა რეიდები ოპოზიციური პარტიის შტაბბინებშიც ჩაატარეს. დაკავებულ პოლიტიკოსებს ქურთი სეპარატისტების მხარდაჭერასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
აფეთქებამოხდა მაშინ,  როცა დაკავებული პარლამენტარები უსაფრიხოების დეპარტამენტში შეიყვანეს.
დიარბაქირი თურქეთის ქურთისტანის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ რამდენიმე цელია გრძელდება კონფლიქტი თურქეთის ხელისუფლებასა და ადგილობრივ ქურთ მოსახლეობას შორის 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...