მთავარისიახლეებიპოლიტიკააქციის მონაწილეებმა ბოქლომი ფოთის პროკურატურის ეზოში შეაგდეს

აქციის მონაწილეებმა ბოქლომი ფოთის პროკურატურის ეზოში შეაგდეს[Video]

Published on

ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით აქციას მართავდნენ.

აქტივისტებს ადგილზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს. ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.

” სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი შამუგიამ.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ფოთის რაიონულ პროკურატურასთან გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა, რასაც კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ, ბოქლომი პროკურატურის ეზოში შეაგდო.

„დღეს ვერ შევძელით ვერცერთი შენობის დაბოქლომება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ეს პროცესი გაგრძელდება, აქციებს არ შევწყვეტთ და მიზანს მივაღწევთ“,- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...