მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო კალანდაძე: ეს არის ღია და ჯანსაღი დისკუსია და ნურავინ ეცდება განხეთქილებად...

ნინო კალანდაძე: ეს არის ღია და ჯანსაღი დისკუსია და ნურავინ ეცდება განხეთქილებად მონათლოს

Published on

,,ეს არის ღია და ჯანსაღი დისკუსია და ნურავინ ეცდება განხეთქილებად მონათლოს – ამ წრეზე შეყოლა ნიშნავს ივანიშვილის თამაშის წესების მიღებას'' – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,  ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ დირექტორი ნინო კალანდაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებს
,,ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მითუმეტეს მეგობრის, თანაგუნდელის, თანამებრძოლის და ადამიანის, რომელიც უკიდურესად უსამართლოდ და უკანონოდ ისჯება სწორებ ბრძოლის გამო. მაგრამ ვიტოვებ უფლებას არ გავიზიარო ის, რაც პრინციპულად არასწორად მიმაჩნია. არა მორალური, არა ემოციური, არამედ პრაგმატული თვალსაზრისით. ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პროდასავლირი პარტია საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი ენმ.ს არ ებრძვის იმის გამო, რომ ის ოპოზიციური ძალაა, მას ის სუბიექტურად აღიზიანებს ან მისი ლიდერების კრიტიკა "უშლის ნერვებს". იგი მას ებრძვის სწორედ იმიტომ, რომ მის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს პროდასავლური ძალის არა განადგურება, არამედ დასუსტება და მარგინალიზება. რათა არსებობდეს ფიქტიური და ფასადური დემოკრატია, სადაც პროდასავლური მიმართულება ცალსახა მეინსტრიმი აღარაა, სადაც პრორუსულ ძალებს ყავთ თავისი ამომრჩეველი, ღია მიმდევრები ყავს მოსაზრებას, რომ ევრაზიული კავშირი არაფრით ჩამოუვარდება ევროკავშირს და სომხეთი ნატოსა და რუსეთის თანაარსებობის საუკეთესო მაგალითია და ევროსაბჭოში საქართველოს შეიძლება წარმოადგენდეს ეკა ბესელია და გუგული მაღრაძე. ამ სურათში პრინციპულად არ ჯდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. სამაგიეროდ მას იდეალურად ამშვენებს 27 კაციანი, პროდასავლური ოპოზიცია. ნუ მოვიტყუებთ თავებს. ეს იყო ამ ეტაპზე ამ არჩევნების მიზანიც და სამწუხარო შედეგ. მაგრამ გარე თვალმა და თუნდაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თუ არა, ჩვენ მაინც ხომ ყველამ ვიცით ამ შედეგს ფსბ.მ რა გზით მიაღწია ?! გაყალბება, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი და ოლიგარქის პირობითი 7 მილიარდი ხომ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია? ეს შედეგი დადგა სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესებიდან მთელი ძალისხმევით გათიშეს პოლიტიკური ლიდერები, აქციეს პოლიტპატიმრებად, დევნეს პარტაქტივი, ხოლო პარტიას გამოაცალეს მთავარი საყრდენი – პარტიის თამჯდომარე და ელექტორალური ლიდერი. ამ პირობებში ერთია რომ ამ არჩევნებს ძნელია უწოდო სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ მაინც არ დაყარო ფარ-ხმალი. მაგრამ ბრძოლის სრულიად გაუმართლებელ მეთოდად მესახება ახლა იმაზე თქვა უარი, რაც იმთავითვე იმ მიზნით გაკეთდა, რომ ჩვენ შემდეგ უარი გვეთქვა. დაიჭიროს და დევნოს ოლიგარქმა პოლიტ ლიდერები და ჩვენ ახლების ძიებაზე გადავიდეთ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მოცემულობაა?! ოლიგარქმა ეს მოცემულობა ხომ იმთავითვე ამ მიზნით შექმნა? შექმნა ფაქტები და ახლა გვაიძულებს მივიღოთ მისი პირობები. და ხვალ რომ ახალი ლიდერები დაიჭიროს, დევნოს, გადაასახლოს? მორიგი "ახალი ლიდერები" უნდა ვეძიოთ? ამ წრეზე შეყოლა ნიშნავს ივანიშვილის თამაშის წესების მიღებას. ოლიგარქთან მის მოედანზე ბრძოლა მისი თამაშის წესებით კი განწირულია წარუმატებლობისთვის და უმოკლესი გზაა ოლიგარქის ძალიან ხანგრძლივი დიქტატურის დამკვიდრებისკენ. ღრმა და გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად მე ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ და ვერც ვერავის მოვუწოდებ ამისკენ.
პ.ს. ეს არის ღია და ჯანსაღი დისკუსია და ნურავინ ეცდება განხეთქილებად მონათლოს –  განაცხადა ნინო კალანდაძემ

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...