მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

Published on

ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განუცხადა,  უცხოელმა დამკვირვებელმა აღნიშნული პირი ამოიცნო.
 
”ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა უცხოელი დამკვირვებლისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში. ამ პირის დაკავება ახლა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელმა დამკვირვებელმა ანუ დაზარალებულმა მისი ამოცნობა მოახერხა ცოტა ხნის წინ. ის ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა და როდესაც მეორე ტურისთვის ჩამოვიდა, მაშინ მოხერხდა ამოცნობა”, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
 
რაც შეეხება გორში 30 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებისთვის მომხდარის რეალური სურათი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები ნათელი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...