მთავარისიახლეებიეკონომიკანოდარ ხადური ლარის კურსთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს,ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს

ნოდარ ხადური ლარის კურსთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს,ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს

Published on

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კვლავ ამტკიცებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება TBC ბანკის მიერ რესპუბლიკა ბანკის შეძენამ გამოიწვია და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები წესრიგშია. ხადური აცხადებს, რომ უარყოფით მოლოდინებს ოპოზიცია ქმნის თუმცა ამის რეალური მიზეზი არ არსებობს. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარი უახლოეს პერიოდში გამყარებას დაიწყებს. "მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის შეცვლილი, გაუმჯობესებულია პირიქით. გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში. აზიის განვითარების ბანკიდან ჩამოირიცხება თანხები. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას. ცუდი მოლოდინების საფუძვლები არ არსებობს. მოვუწოდებ მოსახლეობას არ იზარალონ,"- განაცხადა ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში. 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...