მთავარიUncategorizedანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა დღეს, 17:00 ე.წ. მოდულის წინ...

ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა დღეს, 17:00 ე.წ. მოდულის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა დღეს, 17:00 ე.წ. მოდულის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.


ამის თაობაზე თავად ქაცარავამ თავის გვერდზე, “ფეისბუქზე” დაწერა, თუმცა, განცხადების შინაარსზე მინიშნება არ გაუკეთებია.:


“20 ნოემბერს, 5 საათზე, სუსის, ე.წ. მოდულის შენობის წინ ვაპირებ საგანგებო განცხადების გაკეთებას.ჟურნალისტებს ვთხოვ დაახლოებით 10 წუთის დათმობას.დიდი მადლობა წინასწარ”, – წერს დავით ქაცარავა.


შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, სადაც 2017 წლის ივლისიდან პატრულირებენ, ამჟამად პატრულირებას ვერ ახერხებენ, ამის მიზეზი კი შსს-ს მიერ დაწესებული შეზღუდვებია, რომელთაც დავიათ ქაცარავა და მისი გუნდის წევრები “უკანონო შეზღუდვებს” უწოდებენ.


სამართალდამცველები მათ არ ატარებენ, ფაქტობრივად არცერთ სოფელში, რომელიც საოკუპაციო ზოლზე მდებარეობს, მიზეზად კი მათივე უსაფრთხოებას უსახელებენ. ამის მიუხედავად, დავით ქაცარავა გუნდის წევრებთან ერთად პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას საოკუპაციო ზოლიდან, ეყრდნობა რა საკუთარ წყაროებს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....