მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქეთევან ციხელაშვილი: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეჟიმის ტყვეობიდანუახლოეს დღეებში გათავისუფლდება

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეჟიმის ტყვეობიდანუახლოეს დღეებში გათავისუფლდება

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება. –

“ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს “რამდენიმე დღე” იყოს რაც შეიძლება მალე და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ქალბატონ თამილას და ქალიშვილებს, ასევე მის მაღალ პროფესიულ საქმიანობას, ჰიპოკრატეს ფიცის, ადამიანურობის, ღირსების და გამორჩეული მოქალაქეობრივი პრინციპების ერთგულებით, რითაც არაერთ პაციენტს უმკურნალა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ოსსა და აფხაზს.

დღეს და წლებია ოკუპაციის და საოკუპაციო პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ათასობით ადამიანი, დევნილები, მავთულხლართებს პირას მცხოვრებნი თუ მავთუხლართებს მიღმა იზოლირებულნი.

დღეს ვაჟა ექიმი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის და მასთან გამკლავების აუცილებლობის!” – წერს ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...