მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარი დაიწერა

ბათუმის საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარი დაიწერა

Published on

 ამ დროის მონაცემებით, ბათუმის საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის  რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა და  სამი საჩივარი დაიწერა.
"დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად,
ბათუმის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე.
ბათუმის 66-ე უბანზე არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა.
ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 69-ე უბანზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, სადაც კომისიის წევრებმა, მდივნის ფუნქციის შესასრულებლად, თავმჯდომარის და მოადგილის გარდა, დარჩენილი 10 წევრისგან აირჩიეს ერთ-ერთი", – აღნიშნა უმაღლესი საარჩევნო კომისიის პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე  უსკო-ს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ.- რაც შეეხება პირველ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, ამაზე  მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც საჩივარი უსკო- ში შემოვა.
ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც 8 ოქტომბრის არჩევნები ხმაურით წარიმართა, დღეს პირველი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან 1 საათში დაიწერა.
საჩივარი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწერა. მაია ბლადაძეს დამკვირვებლების შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებლებს შეზღუდვებს უწესებს უბანზე გადაადგილებასა და განთავსებაში და არასწორ მითითებებს იძლევა
აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...