მთავარისიახლეებისაზოგადოება„ინოვაციები ტურიზმში“ - პროექტი იდეათონი „საერთაშორისო ბიზნეს სკოლისგან“

„ინოვაციები ტურიზმში“ – პროექტი იდეათონი „საერთაშორისო ბიზნეს სკოლისგან“ [Video]

Published on

იდეათონი სახელწოდებით „ინოვაციები ტურიზმში“ არის პროექტი რომელსაც ახორციელებს „საერთაშორისო ბიზნეს სკოლა“. იდეათონი თავისი კონცეფციით და მაშტაბით პირველად გაიმართა სამეგრელოში.

ღონისძიება აერთიანებდა ახალგაზრდებს 5 მუნიციპალიტეტიდან და 12 საათიანი მუშა პროცესის საფუძველზე 8 კაციანმა გუნდებმა ჩამოაყალიბეს თავიანთ ხედვა მოცემულ მუნიციპალიტეტებში არსებულ კონკრეტულ სივრცეებთან (ზუგდიდი -ჭურია (კოლხეთის ეროვნული პარკი), ურთა; ხობი-პაპანწყვირის ტბა, ჯიხა; სენაკი-ნოქალაქევი (დედამოკას ხეობა), შხეფის ციხე; ჩხოროწყუ-შურუბუმუ; ზისნახეს მღვიმე; წალენჯიხა-სქური, ინწრას კანიონი) დაკავშირებული პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის, ასევე მათი განვითარება-პოპულარიზაციის გზებთან დაკავშირებით. იდეათონის აქტიურ მუშა პროცესში მონაწილეობას ღებულობდა 80 ახალგაზრდა.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ დარგის ექსპერტები, რომლებმაც ჯგუფებს გაუწიეს კონსულტაციები მოთხოვნის შესაბამისად. ღონისძიებას პარტნიორობას უწევდა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) კერძო სექტორის წარმომადგენლები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.მონაწილეები დასაჩუქრდნენ პრიზებით.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...