მთავარისიახლეებისამართალი"ეს არის ქართული ოცნების საბოტაჟი კაკულიას მიმართ - უნდათ საარჩევნოდ ველი მოისუფთაონ"-ფოთის...

“ეს არის ქართული ოცნების საბოტაჟი კაკულიას მიმართ – უნდათ საარჩევნოდ ველი მოისუფთაონ”-ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატი [Video]

Published on

ირაკლი კაკულიას უფლებადამცველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება და ზოგადად მიმდინარე გამოძიება, არის ეკონომიკური და წინასაარჩევნო საბოტაჟი კაკულიას მიმართ.”უნდათ წინასაარჩევნოდ ველი მოისუფთაონ, ეს არის “ქართული ოცნების” ერთი ფრთის სურვილი და კაკულიას მიმართ საბოტაჟი”- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულე ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივეს გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს კი გირაო შეუფარდა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სიახლეები

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე POG-მა 6 პოლიციელი დააკავა

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. "შიდა ქართლისა და...

პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქს და პიტერ...

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების...