მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ორდღიანმა მოსმენებმა აჩვენა, რომ მმართველი გუნდის სარჩელი ანტიკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს.

საქმის განხილვა 21 ოქტომბერს, პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

მმართველი უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.

ბეჟაშვილის ვარაუდით, „ქართული ოცნება“ სასამართლოში საკუთარი წარმომადგენლების შეცვლას ეცდება

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...