მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპს საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდის წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის გამოყენების გამო ჯარიმის სახით...

დონალდ ტრამპს საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდის წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის გამოყენების გამო ჯარიმის სახით 2 მილიონი აშშ დოლარს გადაახდევინებენ

Published on

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდის წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის გამოყენების გამო ჯარიმის სახით 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა 2016 წელს ამერიკელი ვეტერანებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შეგროვებული თანხა აიოვაში წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენა.

მოსამართლის თქმით მსგავის ფონდი პოლიტიკურ საქმიანობაში ვერ ჩაერევა და ჯარიმა ტრამპმა თავად უნდა გადაიხადოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით გადახდილი ჯარიმა 8 საქველმოქმედო ფონდში გადანაწილდება, რომლებთანაც ტრამპს არავითარი კავშირი არ აქვს.

მისივე გადაწყვეტილებით ტრამპის შვილებმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა და ივანკა ტრამპმა, რომლებიც ტრამპის ფონდის დირექტორები იყვნენ, სავალდებულო გადამზადება უნდა გაიარონ იმის შესახებ, თუ რა არის საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობა.

ტრამპის საქველმოქმედო ფონდი 2018 წელს დაიხურა. წარსულში ტრამპი და მისი ოჯახი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ფონდის თანხების პირადი მიზნებისათვის გამოყენებაში. ტრამპი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული და ნიუ იორკელი დემოკრატები მის წინააღმდეგ ყველა ხერხს მიმართავენ.

სიახლეები

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე- დღეს პუტინთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია

გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ,...