მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭალადიდთან ავარიისას დაშავებულს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

ჭალადიდთან ავარიისას დაშავებულს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს [Video]

Published on

ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, დაშავებულს აღენიშნება პოლიტრავმები და ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანება. არსებული ინფორმაციით, მას ამ წუთებში ფოთის ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება და შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.

„შემთხვევის ადგილზე მისულებს დაგვხვდა სატვირთო ავტომანქანა ამოყირავებული. მძღოლი ჩაჭედილი საჭესა და საზურგეს შორის. სამაშველო ჯგუფი დაშავებულის ამოყვანის სამუშაოს ახორციელებდა. ჩვენ პარალელურად, ვუწევდით პაციენტს პირველად სამედიცინო დახმარებას. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოყვანილ იქნა პაციენტი და გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. დაშავებულს აღენიშნება პოლიტრავმა, ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანება,“- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...