მთავარისიახლეებიპოლიტიკაm 2 თავისუფლებისა და ლაზის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი...

m 2 თავისუფლებისა და ლაზის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს [Video]

Published on

„მ2 ქართული ოცნების ოფიციალური შემომწირველია“ – ეს განცხადება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანი წითლიძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, როცა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქალაქის ცენტრში მ2 ის მიერ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა განიხილეს. საკრებულოს თამჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მ2 აქვს სურვილი თავისუფლებისა და ლაზის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს სხდომაზე ორი საკადასტრო კოდი გააერთიანეს და აღნიშნულ ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭეს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა მშენებლობის საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გამოთქვეს, საკითხს მხარი მაინც ერთხმად დაუჭირეს. მათი განმარტებით, ისინი მშენებლობის წინააღმდეგ არასდროს წავლენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ პროცესების უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.


სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...