მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპის ყველაზე დიდი მყინვარი დნება

ევროპის ყველაზე დიდი მყინვარი დნება

Published on

ფოტოპროექტი, რომელზეც აღბეჭდილია ისლანდიაში არსებული ვატნაეკულის მყინვარის დნობის ფაქტი. პირველ ფოტო გადაღებულია 1980-იან წლებში, ხოლო მეორე – მიმდინარე დღეს

შოტლანდიელ და ისლანდიელთა გუნდმა შეისწავლეს ვატნაეკულის სამხრეთ ნაწილი, რომელიც ხმელეთის 7.700 კილომეტრ კვადრატს ფარავს

“ჩვენ ვნახეთ შოკისმომგვრელი განსხვავება დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში” – განაცხადა დანდის უნივერსიტეტის პროფესორმა კირენ ბაქსტერმა

დრონის საშუალებით გადაღებულ იქნა მყინვარის 1000-ობით ფოტო, რომელიც დამუშავდა 3D ფორმატში, რომელიც გამოყენებულ იქნება საჯარო წარდგენისთვის, თუ როგორ იკარგება ისლანდიის მყინვარები

ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის თქმით 2000 წლიდან დღემდე მყინვარი 750 კვადრატული კილომეტრით შემცირდა და საშუალოდ წლიურად, 40 კვადრატული კილომეტრით მცირდება

ამ ზაფხულს, ისლანდიელები შეიკრიბნენ ოკიუკულის მყინვარზე, რომელმაც 2014 წელს დაკარგა აღნიშნული სტატუსი, რადგან ყინული გახდა ძალიან თხელი

დღევანდელი პროგნოზით, 2100 წელს, ევროპა, აფრიკა, ანდები და ინდონეზია დაკარგავენ თავისი ყინულის მასის 80 პროცენტს, თუ ნახშირბადის ემისია არ შემცირდება

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/science-environment-50160039

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...