მთავარიUncategorizedაფხაზეთის ომში დაკარგული პირების მოსაძიებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

აფხაზეთის ომში დაკარგული პირების მოსაძიებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

Published on

მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შექმნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიაში 10 სხვადასხვა უწყება გაწევრიანდება და მისი მთავარი ამოცანა იქნება ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა 2300 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის თუ სამარხის დასადგენად.

1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად, დაკარგულად ითვლება 2500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი, ორმხრივი: ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ- რუსულ ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი და მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს. თუმცა, 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ამ კომისიის ამოცანაა შევძლოთ ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად პროცესის წარმართვა, მით უფრო, წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა, ეს პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ცალსახად და მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას. ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მათ წლების ლოდინის შემდეგ გარკვეული აქვთ ახლობლის ბედი იმ მძიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე უკავშირდება მათი გარდაცვალების ფაქტის დადგენას და ნეშტების გადაცემას“, – განაცხადა მინისტრმა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...