მთავარისიახლეებისაზოგადოებანაწულუკუში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთ-ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა

ნაწულუკუში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთ-ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა [Video]

Published on

ნაწულუკუში  ავარიის  ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ნიკოლოზ ივარდავა კატასტროფის ბრიგადამ წუხელ თბილისში გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ოჯახის მოთხოვნით გადაიყვანეს, რაც შეეხება 2 ახალგაზრდა ქალბატონს, რომლებიც ასევე, ავარიისას დაშავდნენ, ადგილზე რჩებიან, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

„რაც შეეხება ორ ქალბატონს, ისინი რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, ორივე მათგანს ჩაუტარდა ტრეპანაცია, მათ სიცოცხლეს ამ წუთის მდგომარეობით საფრთხე ემუქრება, ორივეს მდგომარეობა უმძიმესია“- განაცხადა ორჟონიამ.

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გუშინ ნაწულუკუს გზაზე მოხდა, ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და სამი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.ავარიას რამდენიმე თვითმხილველი ყავს, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ თვითონაც მანქანით მოძრაობდა, რა დროსაც შენიშნა, საპატრულო მანქანა როგორ მისდევდა იმ მანქანას, რომელიც მის თვალწინ ამობრუნდა და მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...