მთავარისიახლეებისამართალიძმის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ძმის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა [Video]

Published on

ძმის მკვლელობაში ბრალდებული  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომაზე პროკურორმა მირანდა მუმლაძემ აღნიშნა,პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების გამო დააყენა. ბრალდებულის ადვოკატი 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში მომხდარ  შემთხვევაში ბრალდებული ბესიკ არღვლიანი დანაშაულს აღიარებს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა 20 ოქტომბერს მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...