მთავარიUncategorizedგენერალურ პროკურატურაში სუს-ის მაღალჩინოსნები დაკითხეს - მათ ჩვენება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს

გენერალურ პროკურატურაში სუს-ის მაღალჩინოსნები დაკითხეს – მათ ჩვენება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს

Published on

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. მათ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

ამ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, არამედ მთავარია სახელმწიფომ საკუთარი დანაშაული აღიაროს.

მისივე თქმით, გარდა სუს-ის უკვე გამოკითხული მაღალჩინოსნებისა, საქმეზე კიდევ ბევრი პირია დასაკითხი.

„ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სუს-მა და სუს-ის მაღალჩინოსნებმა ტერაქტი მოაწყეს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში. ძალიან ბევრია დასაკითხი და ციხეში ამოსალპობი, ჩიმაკაძეც და ის სვანი პიროვნება სპეცრაზმელი, რომელიც თემირლანთან ოთახშია შესული. სახელებით მე არ ვიცნობ ყველას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უნდა დაიკითხნონ. ჩემთვის არაფრის მომტანია, ვინ დაიკითხება და ვის ამოალპობენ ციხეში, სულ არ მაინტერესებს. მე მინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული.

იმაში ვდებ ბრალს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახში არაფრის გამო მოაწყვეს ტერაქტი. მე სახელმწიფოს ვდებ ბრალს, ის ნაძირალა ჩიმაკაძე იქნება, თუ მაგათი სპეცრაზმელები იქნებინ, თუ მომინდება, მოვუღებ ბოლოს. მაგრამ მაგაზე არ წავსულვარ და არ წავალ. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე დანაშაული, ვის დაიჭერენ არ მაინტერესებს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

სიახლეები

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...