მთავარიUncategorizedვლადიმერ ხომერიკი საქართველოდან გაიქცა

ვლადიმერ ხომერიკი საქართველოდან გაიქცა

Published on

ვლადიმერ ხომერიკმა საქართველოში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა – ინფორმაციას ამის შესახებ არხი ,,მთავარი” ავრცელებს.

მიზეზები თავად ხომერიკს არ განუმარტავს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ან მზარდი რისხვისა შეეშინდა ან, მისივე ენით რომ ვთქვათ, ,,გამოტანიებული სათქმელი დეიბარა და წევიდა”

ე.წ. რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი ორი დღე აფრქვევდა რუსეთის ინტერესებთან შეთანხმებულ მოსაზრებებს ,, რუსეთის კეთილშობილებაზე და საქართველოს უმადურობაზე, რომელმაც ევროპულ დემოკრატიასა და ოკუპანტის გაძევებაზე მითიურ წარმოდგენებსა და ოცნებებში გაცვალა მრავალსაუკუნოვანი მეგობარი”

,,არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ოკუპაცია სულ სხვა რამეა, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია რუსეთი. რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს – რიხით აცხადებდა იგი გუშინ კრემლის ემისრის როლში.

“სად მე და სად რუსეთის მთავრობა” – აცხადებს დღეს.

გავრილოვიც მაგარბიჭობდა, მაგრამ ძლივს გაასწრო ქართველი ხალხის რისხვას. ხომერიკი საერთოდ რა მოსატანია

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...