მთავარიUncategorizedგიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა

გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა

Published on

გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში გამართა. მისივე განმარტებით, მათ შემოაქვთ “ინტერნეტ აფთიაქის” ცნება და მას ფასების კონტროლის შესაძლებლობა ექნება.

“საქართველოში დღეს მედიკამენტები ძალიან ძვირია და შესაბამისად, ადამიანები ვერ აუდიან მედიკამენტების დანახარჯებს. აქედან გამომდინარე, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშვეთ კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გავაიაფოთ წამლები. ჩვენ შემოგვაქვს ინტერნეტ აფთიაქის ცნება, რომელიც იქნება ლიცენზირებადი და რომელსაც ექნება ფასების კონტროლი, შესაბამისად ფასები შემცირდება 40%-ით. დღევანდელ ქსელებს, ვისაც ფიზიკური აფთიაქი აქვს, მაგალითად: “პსპ”, “ავერსი”, “ჯიპისი”, უფლება არ ექნებათ, რომ გახსნან ინტერნეტ აფთიაქი. ინტერნეტ აფთიაქი უნდა იყოს მათი კონკურენტი, მაგრამ ვისაც სურს, რომ მიიღოს ინტერნეტ აფთიაქის ლიცენზია, უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტრაქტი მწარმოებელთან და დაახლოებით მხოლოდ 20% შეუძლია მოუმატოს ჩამოტანის ფასს.

ე, წ. ოფშორულ კომპანიებს საეთოდ ვხსნით ამ პროცესიდან. დღეს ინტერნეტ აფთიაქები ფაქტობრივად არ არსებობს საქართველოში, მხოლოდ ვებგვერდებია სადაც წამლების ფასები წერია. ეს ფასები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჰაერიდან არ მოდის. იანვრიდან მოყოლებული მწარმოებლებთან ვმუშაობთ ფასის შემუშავებაზე. ამ მიდგომით, დაახლოებით ექვსი თვიდან ერთ წელიწადში, მთლიანად შევქმნით წამლების ფასს ქვეყანაში. ეს აიძულებს კარტერულ გარიგებაში მყოფ მონოპოლიურ სააფთიაქო ქსელებს მათაც გააიაფონ მედიკამენტების ფასი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე ასევე შეეხო არაორიგანალი წამლების თემასაც და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული მექანიზმი აქვთ ხარისხის მართვასთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული მექანიზმი ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს შვეიცარული მოდელი შემოვიტანოთ ქვეყანაში, სადაც 35%-ით უფრო იაფი უნდა ღირდეს არაორიგინალი წამალი და არა ისე, როგორც დღეს ხდება. დღეს საქართველოში ორიგინალი და არაორიგინალი მედიკამენტების ფასი ერთი და იგივეა, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც არაორიგინალის ფასი ორიგინალი მედიკამენტის ფასსაც აღემატება. ეს კი დაუშვებელი უნდა გავხადოთ”,-აღნიშნა ვაშაძემ.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...