მთავარისიახლეებისაზოგადოებასასულიერო პირების მიერ ხეების მოჭრის ფაქტზე „საუნჯე“ განცხადებას ავრცელებს

სასულიერო პირების მიერ ხეების მოჭრის ფაქტზე „საუნჯე“ განცხადებას ავრცელებს

Published on

„სასულიერო პირების მიერ ხეების მოჭრის ფაქტზე ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია მრავალწლიანი მცენარეების თვითნებურად გაჩეხვა-განადგურება. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას თითოეული ხის მნიშვნელობაზე და ამ დროს სასულიერო პირების მხრიდან მსგავს დაუდევრობას ვგმობთ. მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, გარემოს დაცვის სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ქმედებაზე. ეპარქიას მოვუწოდებთ უცხოეთიდან დეკორატიული და ძვირადღირებული ნერგების ჩამოტანის სანაცვლოდ გაუფრთხილდნენ საქართველოს ტერიტორუაზე თითოეულ ხეს და ადგილზე გააშენონ სანერგე მეურნეობები.“- ნათქვამია განცხადებაში. "ლაივპრესის" ინფორმაციით, ზუგდიდში, ივერიის სახელობის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები მოჭრეს.ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, ეპარქიას არ ეკუთვნის. ის შპს „აგრომეტის“ საკუთრებაა. მღვდელმა გერასიმე აბულაძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ 30-მდე ხე მისი ინიციატივით მოიჭრა და ნებართვა არავისთვის უთხოვია

http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/16774-sasulieropirisiniciativithzugdidshimravaltslianikheebimotcresideo.html

სიახლეები

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...