მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ [Video]

Published on

ხელფასების გაზრდა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლების უპირობო მოთხოვნაა, რომლითაც ისისნი კულტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მოთხოვნა მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს მედიის თანხლებით გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ, თუ ეს მიმართვაც შედეგს არ გამოიღებს, ისევე, როგორც სხვა, უამრავი,მიმართავენ პროტესტის სხვა ფორმასაც და გაიფიცებიან. ხელფასების გაზრდის მოთხოვნას მუზეუმის დირექტორიც უერთდება, თუმცა გაფიცვის ფორმას ეწინააღმდეგება.


დღეს მუზეუმის შესასვლელთან შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ არაერთი განცხადება დაწერეს აქამდე და რამდენჯერმე მიმართეს კულტურის სამინისტროს, თუმცა, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა. მათი თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი მოთხოვნა  2020 წლის ბიუჯეტში მაინც იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა შეცდნენ.

მუზეუმის თანამშრომელთა სახელფასო თანხები ასეთია:

მეთვალყურე – 244 ლარი

ექსკურსიამძღოლი – 280 ლარი

 ფონდის მცველი –  330 ლარი დირექტორის მოადგილე –   400 ლარი



სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...