მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა მიშველაძე:"ცესკოს ვალდებულებაა საზოგადოების დროული ინფორმირება,მითუმეტეს, თუ არსებობს ეჭვები და კითხვები".

ეკა მიშველაძე:”ცესკოს ვალდებულებაა საზოგადოების დროული ინფორმირება,მითუმეტეს, თუ არსებობს ეჭვები და კითხვები”.

Published on

 
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.„ქვეყანა კვლავ საარჩევნო რეჟიმშია, წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ რიგში მოსახლეობას აქტიურობისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ, ვინაიდან სწორედ ამომრჩევლის ნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე“, – განაცხადა მიშველაძემ.ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. „ჩვენი ინფორმაციით, საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას, რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიშველაძემ.„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ დაინტერსებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა თავად ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს, ვინაიდან ცესკოს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არამხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადება, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირებაა, მითუმეტეს თუ არსებობს ეჭვები და კითხვები",- განაცხადა მიშველაძემ.

 
 
 
 
 
 

სიახლეები

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო...

უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...