მთავარისიახლეებიუკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს - დაკავებულია ერთი პირი

უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს – დაკავებულია ერთი პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა.

ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით – ჯამში 16 300 ლარამდე თანხას.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...

რუსეთი რთულ დროში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა-ფარცხალაძე

რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს როგორც...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...