მთავარისიახლეებისაზოგადოებაErasmus+ის პროგრამით მოსარგებლე ზუგდიდელი თაკო გოგია წარმატებული მარკეტერია

Erasmus+ის პროგრამით მოსარგებლე ზუგდიდელი თაკო გოგია წარმატებული მარკეტერია [Video]

Published on

24 წლის ზუგდიდელმა წარმატებულმა მარკეტერმა თაკო გოგიამ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში , ევროკავშირის გაცვლითი პროგრამა ერასმუს + ით ისარგებლა. იგი ჩეხეთში, ტომას ბატას უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობდა. უცხოეთში სწავლის დროს თაკო ციფრული მარკეტინგით დაინტერესდა. ევროპაში მიღებული ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე დღეს იგი სამეგრელოში იტალიურ კომპანია „აგროჯორჯიაში“ მესამე წელია მუშაობს. როგორც იგი ამბობს, პარალელურად არაოფიციალურად სოციალურ მედია მარკეტინგით არის დაკავებული, ვებ პროგრამირებაზე და გრაფიკულ დიზაინზე. ყავს როგორც ქართველი ასევე უცხოელი დამკვეთები. თაკოს თქმით, ამ კუთხით მუშაობა სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ ორ თვიან პროექტ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა. ოქროს გოგო-ასე აფასებს თაკოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია განმარტავს, რომ ევროპაში გადამზადებულ სტუდენტებს დასაქმების კუთხით რეგიონში დიდი უპირატესობა გააჩნიათ. ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებელში ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დრომდე 30 -მა სტუდენტმა განათლება ვროპის 22 ქვეყანაში მიიღო. თაკოს სამომავლო გეგმები ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება და იგი ამ მიმართულებით ზუგდიდის უმაღლეს სასწავლებელში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...