მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ მარგველაშვილს სავალალოდ მიაჩნია პროდასავლური პარტიების დაშლა და დასუსტება

პრეზიდენტ მარგველაშვილს სავალალოდ მიაჩნია პროდასავლური პარტიების დაშლა და დასუსტება

Published on

საქართველოს პრეზიდენტს პროდასავლური პარტიების დაშლა და დასუსტება სავალალოდ და სამწუხაროდ მიაჩნია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
”პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს განაცხადა და იმედიც გამოთქვა, რომ ქვეყანას ეყოლებოდა მრავალპარტიული საკანონდებლო ორგანო. სამწუხაროდ პარლამენტში არ არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგი არის განპირობებული იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც დღეს გვაქვს, რომლის შეცვლაზეც ძალისხმევა არ დაუკლია საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მიუხედავად მისი მცდელობისა, ეს სისტემა არ და ვერ შეიცვალა.
რაც შეეხება კითხვას, პროდასავლურ პარტიებზე, ასეთ მოცემულობაში პარტიების დაშლა და დასუსტება პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არის სავალალო და სამწუხარო”, -განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...