მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო კალანდაძე: მინიმალური ეჭვიც კი აღარ რჩება, რომ კლასიკური დიქტატურის დამყარების მცდელობას...

ნინო კალანდაძე: მინიმალური ეჭვიც კი აღარ რჩება, რომ კლასიკური დიქტატურის დამყარების მცდელობას აქვს ადგილი

Published on

ნინო კალანდაძე, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო  საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,   გამოთქვამს წუხილს, რომ  სამოქალაქო საზოგადოება სრული შემადგენლობით დუმს იმაზე, რომ:
 არჩევნები ტოტალურად გაყალბდა;
ცესკომ ოლიგარქის წინაწარ გაცხადებული შედეგები გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელის "მხარდაჭერა" 2- ჯერ აღემატება მაჩვენებელს, რომელიც მას ჰქონდა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისას (ცოცხების, უფასო ფულის, კრედიტების მოხსნის დაპირების ფონზე);
მინიმალური ეჭვიც კი აღარ რჩება, რომ კლასიკური დიქტატურის დამყარების მცდელობას აქვს ადგილი და ოლიგარქს არჩევნების გზით ვერავინ ვეღარასდროს გაისტუმრებს
,,მინიმუმ პოლიტიკური ინფანტილიზმი და რეალობის სრულიად არაადექვატური აღქმაა, თუ არა სახელმწიფოებრივი ინსტინქტების ტოტალური დაჩლუნგება და შეგნებული ან შეუგნებელი მავნებლობა, როცა დისკუსიის საგანს არა არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა მომავალი არჩევნების ბედი წარმოადგენს, არამედ ისტერიული განხილვა მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიის მიტინგის ფორმებზე, შინაარსზე და განტევების ვაცის გამოვლენაზე!
პ.ს. ვინც გაყალბების მტკიცებულებების ძიებაშია საღი აზრის პრინციპი მოიხმოს და თავად გასცეს პასუხი კითხვას რამდენ "ყოველ მეორე" ადამიანს იცნობს თავის გარშემო ვინც მანანა არჩილი, ეკა ბესელია და გია ვოლსკი აირჩია. – ააცხადებს  ნინო კალანდაძე. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...