მთავარიUncategorizedანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა

ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა [Video]

Published on

ანაკლიაში კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალი გაიმართა. ანაკლიის ფესტივალზე შედგა კავკასიური პოეზიის კრებულის წარდგენა, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე. ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. ფესტივალის საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი. წელს პირველად ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა, კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარდგინეს. კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, პირველად შედგა კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. ფესტივალზე „ანაკლია 2019“ ასევე გამოიფინა ჩერქეზი მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...