მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერია აბასთუმნის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მოხრეშვით სამუშაოებს განახორციელებს

ზუგდიდის მერია აბასთუმნის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მოხრეშვით სამუშაოებს განახორციელებს

Published on

ზუგდიდის მერია პასუხობს მოქალაქე ნათია კუტალიას, რომელმაც აბასთუმნის გზაზე არსებული ვითარება გადაიღო და სოციალურ ქსელში დადო.ვისეოში კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა გზაზე, სადაც წვიმის დროს მანქანები ვერ გადაადგილდებიან და ვერც ფეხით მოსიარულეები. მერიის ინფორმაციით, აბასთუმნის ტერიტორიაზე მოხრეშვითი სამუშაოები დაიწყება.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად 2019-2020 წლებში ხორციელდება. სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, სახელშეკრულებო ვალდებულების შესაბამისად, 2019 წელს განსაზღვრული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განახორციელა. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება კი, რაც მოიცავს გზის მშენებლობის მთლიანად დასრულებას, იანვრიდან დაიწყება.

რაც შეეხება გზის დაზიანებულ მონაკვეთს, სადაც მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემა ექმნებათ, ზუგდიდის მერია მოხრეშვით სამუშაოებს განახორციელებს, რათა მოქალაქეებს აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გაუმარტივდეთ,, – განმარტავენ მერიაში.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...