მთავარისიახლეებისაზოგადოებაროცა მერი ინტელექტს ,,ვინ, სად, როდის'' ფორმატში აღიქვამს

როცა მერი ინტელექტს ,,ვინ, სად, როდის” ფორმატში აღიქვამს

Published on

შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადებას საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მერია დღეს შაბათის ინტელექტუალთა დღედ გამოცხადებას საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას უწოდებს და ცდილობს განმარტოს და დააჯეროს ხალხი, რომ ფორმულირება რომელიც მან საზოაგადოებას შესთავაზა გულისხმობს ინტელექტუალური თამაშების დღეს და არა იმას რომ ინტელექტუალური ცხოვრების და უტრირებულად რონ ვთქვათჭკვიანურად ცხოვრების წიგნის კითხვის თუ წერის, მუსიკის, ხატვის უფლება თავს სხვა დღეებშიარ მივცეთ.

ადგილობრივი ხელისუფლება დღევანდელ განცხადებაში განმარტავს, რომ რეალურად შაბათობით ქალაქში გაიმართება სხვადასხვა ინტელექტუალური თამაში და ეს დღე იქნება ინტელექტუალური თამაშების დღე.

თუმცა, მერიის მიერ გუშინ, 13 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ ცხადდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ფარგლებში, დღეს, საღამოს პირველად, ღია ცის ქვეშ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე, ინტელექტუალურ თამაშს, რა ? სად? როდის? გაიმართება.

“დღეიდან სწორედ შაბათი გახდება ინტელექტუალური თამაშების დღე, სადაც 14 წლიდან მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 6 კაციანი ჯგუფი, შემოიტანონ განცხადი მერიაში და ჩაერთონ ინტელექტუალურ თამაშებში.

ინტელექტუალური თამაშები გაიმართება შემდეგი მიმართულებით: რა? სად? როდის? ასევე გაიმართება, ბრეინ რინგი, ჯეპარდი, თემატური ქვის ტურები, კროსვორდ ტური და ინტელექტუალური დუელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მერიის თქმით, ახალგაზრდებებისგან შემოსული ინიციატივების საფუძველზე, ზუგდიდის მერიამ ყოველი კვირის პარასკევის, შაბათის და კვირის დატვირთვა სხვადასხვა კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებებით გადაწყვიტა.

მერიისვე განმარტებით, ქალაქში ყოველ პარასკევს იმართება მუსიკალური საღამოები სახელწოდებით “ზუგდიდი-შენი განწობის ქალაქი”. ამასთან, აღნიშნულია, რომ მერია მუშაობს იმისთვის, რომ კვირა დღეს დანერგოს “მობილური კინოთეატრი”, სადაც ახალგაზრდები ღია ცის ქვეშ საკუთარ შერჩეულ ფილმებს მეგობრებთან ერთად ნახავენ.

კარგი იქნება თუ მერიას პროგრამაში განცხადების სწორად ფორმულირების კურსებსაც ჩართავს

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...