მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძე: მივმართავ პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება - ამასაც ვაჟკაცობა უნდა...

პაატა ბურჭულაძე: მივმართავ პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება – ამასაც ვაჟკაცობა უნდა და მოიქცეს ვაჟკაცურად ”

Published on

პაატა ბურჭულაძე: მარნეუსი მიმდინარე მოვლენებსა და იქ სპეცრაზმის შეყვანას გამოეხმაურა:
 ,,მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება“მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება, მე ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ, სპეცრაზმს მოვუწოდებ ხელი არ ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც სურს სამართლიანობის აღდგენა, დღეს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და როდესაც ხელისუფლებას უჭირს, ის მიმართავს ასეთ ხერხებს. მივმართავ პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება – ამასაც ვაჟკაცობა უნდა და მოიქცეს ვაჟკაცურად ”. – განაცხადა მან. – “მარნეულიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა გაყალბებული საბუთი არის ანულირებული. მარნეულის ცესკომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რაც გაყალბებული იყო – გააუქმეს. ძალიან მრცხვენია ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ამ ხერხებს მიმართავს. ყველაფერს წინა მთავრობას აბრალებდა და აი როგორ იქცევა დღეს. აღიარეთ დამარცხება, თუ გყოფნით ვაჟკაცობა ! ასეთი მეთოდებით ბრძოლა სამარცხვინოა საქართველოსთვის ! ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა ?! ”
პაატა ბურჭულაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში უბნის დარბევაში ენმ და ბლოკი პაატა ბურჭულაძის ბლოკიდაადანაშაულა.  
 
შეგახსენებთ, ,შსს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები  48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.  მაგრამ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. 
 
ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ენმ-ის წევრმა გიორგი ტუღუშმა და დაპირისპირებაში პარტიის მომხრეებისა თუ აქტივისტების მონაწილეობა გამორიცხა. პაატა ბურჭულაძის ბლოკის წევრმა დავით ჯანდიერმა კი არჩევნების გაყალბებაზე მიუთითა. ორივე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 

სიახლეები

“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა” – ბოკუჩავა

"ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი"...

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...