მთავარისიახლეებიპოლიტიკაყიზილაჯლოში 48-ე უბანს ხელკეტებითა და ქვებით არბევენ

ყიზილაჯლოში 48-ე უბანს ხელკეტებითა და ქვებით არბევენ

Published on

რუსთავი2-ის ცნობით,  მარნეულის  რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების წარმომადგენელმა რუსთავი 2 – ის გადამღებ ჯგუფს განუცხადა, ის უბანზე მას შემდეგ მივიდა, რაც მიიღო ინფორმაცია არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი განცხადებით, უბანზე მარკირების გარეშე მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი და დამკვირვებლებს არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას.
მისვლის შემდეგ 48-ე უბანზე მესამე სექტორის წარმომადგენელმა 20 კაცამდე დაჯგუფება შენიშნა და უბნის თავმჯდომარეს ვითარების გარკვევა სთხოვა, თუმცა მალევე საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
ორგანიზაცია ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების წარმომადგენლისთვის უცნობია, რომელი პარტიის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ ინციდენტში. ვითარება  მხოლოდ პოლიციის მივლის შემდეგ განიმუხტა. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მოვიდა ახალი შეტყობინება რომ უბანს ხელკეტებითა და ქვებით არბევენ  

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...