მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა'' - მეთიუ ბრაიზა კონფერენციაზე ირმა...

,,ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა” – მეთიუ ბრაიზა კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მოწყობილი სკანდალის შესახებ

Published on

პატრიოტთა ალიანსის” წევრები იმ დროს მოვიდნენ, როდესაც რუსეთზე დისკუსიას ვიწყებდით, ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია, მათ ამით სიგნალი სხვებს მისცეს. საოცარია, როგორ იქცეოდნენ, ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. ამის გამო, ბოდიში თავად უნდა მოიხადოს განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ მთავარ არხთან ინტერვიუში, სადაც კომენტარი გააკეთა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ირმა ინაშვილის და ,,ობიექტივის” ოპერატორის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდნის შესახებ .

შეგახსენებთ, კონფერენციაზე შეჭრისას, ირმა ინაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს, რაზეც მას ამ უხეშობაზე თავისი რეაქცია ჰქონდა. თუმცა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი კრამერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ასევე, აშშ-ის საელჩოსთან აანონსებს აქციას მოთხოვნით, დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა. პატრიოტთა ალიანსი “კრამერის სიის” შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...