ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი ილია საჯაია “ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანეს. ინფორმაციას თეატრის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს. ილია, ასევე გახლავთ გოგი ალექსი-მესხიშვილის სტუდიის სტუდენტი და ჩეხეთში წარდგენილი სტუდენტური ნამუშევრების გამარჯვებული. პრიზი „საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის“ პრაღის სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ მიიღო. კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, გამოირჩეოდა საქართველოს ეროვნული კუთხე და სტუდენტური პავილიონის გამოფენა – „მედეა/მედია“. შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი, აერთიანებდა ორ თემას – აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას. მან ზუგდიდში ქუჩის არაერთი პერფომანსი მოაწყო. ჰოლივუდის ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები თბილისში მიმდინარეობს. “ფორსაჟი” ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმია. თბილისში მასიურ სარბოლო სცენებს იღებენ, რის გამოც თბილისსა და რუსთავში პერიოდულად გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა. გადაღებები 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ზუგდიდელი ილია საჯაია “ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანეს
სიახლეები
სიახლეები
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით
0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი,...
სიახლეები
ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური...
მსოფლიო
მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა
მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...
სიახლეები
დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი
რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...