მთავარისიახლეებისაზოგადოებაავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადა

ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადა

Published on

ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 500 000 ლარიანი გირაო გადაიხადა. ბიზნესმენის ადვოკატი კახა წერეთელი აზუსტებს, რომ გირაოს საფასური ავთანდილ წერეთლის შვილმა გადაიხადა სესხით, რომელიც მისი უძრავი ქონებით, კერძოდ, TV პირველის შენობის ,,ჩადებით” იქნა უზრუნველყოფილი.

ადვოკატის ცნობით, 10 ოქტობრიდან ავთანდილ წერეთლის საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვები. კახა წერეთლის თქმით, იმედია დამტკიცდება ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის უდანაშაულობა.

ცნობისთვის, ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონოშემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.  27 აგვისტოს, სასამართლომ ავთო წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...