მთავარისიახლეებიპოლიტიკაადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში. არჩევნების დღის 12 საათამდე აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, შეიმჩნევა ცალკეული ხარვეზები, თუმცა მათი უმრავლესობა მცირე მნიშვნელობისაა და უმტესწილად დაუყოვნებლივ სწორდება.2016 წლის 8 ოქტომრბის არჩევნები 12 საათის მდგომარეობით ზუგდიდსა და გორში ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს. დაკვირვების ფარგლებში დაფიქსირდა ცალკეული მნიშვნელოვანი დარღვევა და რამდენიმე მცირე მნიშვნელობის ხარვეზი.10 საათისთვის გავრცელებულ განცხადებაში მივუთითებდით ცალკეულ ხარვეზებზე, კერძოდ, ერთ-ერთ უბანზე (65.67.05) საკონტროლო ფურცლის შევსების წესის დარღვევასა და ლუქის მთლიანობის საკითხზე. აღნიშნულ ფაქტზე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას და ველით რეაგირებას.აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის 65.67.30 უბანზე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის, “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები” წარმომადგენელი ეწეოდა სუბიექტის აგიტაციას და, აგრეთვე, ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს. საუბნო საარჩევნო კომისიამ გააძევა იგი უბნიდან, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა აგრეთვე სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, რამდენადაც ამ ტიპის დარღვევა საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობისაა. შესაბამისი მოთხოვნით მივმართეთ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასაც.დღის განმავლობაში რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა რეგისტრატორი კომისიის წევრების მხრიდან ცალკეული პროცედურების არასწორი შესრულება, რაც გამოიხატა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის არასწორ გრაფაში დაფიქსირებაში, ბიულეტენზე ბეჭდის დაუსმელობაში. უმეტეს შემთხვევაში ხარვეზებზე სათანადო რეაგირება მოხდა კიდევაც, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთი დარღვევის ხშირად განმეორება მიუთითებს შესაბამის პირთა მხრიდან უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებაზე და შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ.შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საერთო გარემო რჩება მშვიდად, თუმცა მცირედი დარღვევების სიხშირე უარყოფითად მოქმედებს მთელს პროცესზე და აუცილებელია დროული და ეფექტიანი რეაგირება. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, მიუთითონ მათ წარმომადგენლებს, დაიცვან საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები, არ გასწიონ აგიტაცია საარჩევნო უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე და არ შეუშალონ ხელი საარჩევნო პროცესებს.- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...