მთავარისიახლეებიპოლიტიკარას ემსახურებოდა ემზარ კვიციანის მიერ რუსთაველზე აქციის დაანონსება და რისთვის ამზადებს პატრიოტთა...

რას ემსახურებოდა ემზარ კვიციანის მიერ რუსთაველზე აქციის დაანონსება და რისთვის ამზადებს პატრიოტთა ალიანის საკუთარ მხარდამჭერებს?

Published on

პატრიოტთა ალიანსში კატეგორიულად უარყოფენ ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 16:00-ზე პარლამენტთან “სირცხვილიას” კონტრაქცია იგეგმება.

“ეს არ არის ემზარ კვიციანის სიტყვები, მას მიაწერეს ეს სიტყვები” -აცხადებს  პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ. ის კატეგორიულად უარყოფს ემზარ კვიციანის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 16:00-ზე პარლამენტთან “სირცხვილიას” კონტრაქცია იგეგმება.

“ეს დეზინფორმაცია ეკუთვნით იმ ძალებს, ვისაც უნდა, ჩვენი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და არა სპორტის სასახლეში. ჩვენი მასშტაბური, დიდი აქცია გაიმართება სპორტის სასახლეში” – ამბობს თევდორაძე.

მაგრამ რა ვუყოთ ემზარ კვიციანის მხრიდან ძალადობის და გინების ამსახველ ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ ფაქტს, რომ მან პარლამენტის წინაც მოუწოდა “პატრიოტებს” შეკრებისკენ, რაც შემდეგ “ფეისბუქზე” გავრცელებულ მიმართვაშიც აისახა, თუმცა მალევე წაშალა და ახლა აღარ იძებნება

რას ემსახურებოდა ემზარ კვიციანის მიერ რუსთაველზე აქციის დაანონსება და რისთვის ამზადებს პატრიოტთა ალიანის საკუთარ მხარდამჭერებს?

„პატრიოტთა ალიანსმა“ ჯერ კიდევ ორი დღით ადრე დაიწყო რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება პარლამენტის შენობასთან კონტრაქციის მოსაწყობად, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ხელისშეშლას. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ის თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ახდენდნენ ხალხის ჩამოყვანის მობილიზებას, მათ შორის აჭარის რეგიონიდან, სამარშრუტო ტაქსებით.

რას შეეხება ემზარ კვიციანის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას, ცხადია მისი ეს განცხადება აღნიშნული გეგმის ნაწილი იყო. ამ წუთისთვის პატრიოტთა ალიანისის წევრები სპორტის სასახლეში არიან შეკრებილი, იქ არიან სწორედ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები , რომლებიც ექსპრომტად დაანონსებული აქციისთვის, ფაქტია დედაქალაქში, მაგალითად აჭარიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებდნენ.

თუმცა წინასწარ დაგეგმილ აქციას უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი. ის ამბობს, რომ სპორტის სასახლში ღონისძიება დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. თარხან-მოურავის და მისი პარტიის წევრების მოთხოვნაა, შეწყდეს კოჰაბიტაცია და დაისაჯოს ბოკერია და სააკაშვილი.

“აქცია და რამე მსგავსი დაანონსებული არ იყო, საიდან მოიტანეთ ტელევიზორს არ უყურებთ? 10 დღის განმავლობაშ ტელევიზიით ვლაპარაკობ, რომ 8-ში იქნება აქცია სპოირტის სასახლეში , 15-ში იქნება აქცია რესპუბლიკის მოედანზე, 22-შიც იქნება ალბათ ფილარმონიაში და მთელი გეგმა არის ამ აქციები . ამას ვლაპარაკობ 10 დღეა ტელევიზიით“ – ამბობს თარხან-მოურავი.

რაც შეეხება ემზარ კვიციანის მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ამბობს, რომ მას ეს ფაქტი არ უნახავს.

„არ ვიცი არ მინახავს, თვითონ ემზარს ჰკითხე, შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს ბოკერია, სააკაშვილი და მათი მხარდამჭერები დიდი ხანია” – ამბობს თარხან-მოურავი

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...