მთავარისიახლეებისაზოგადოებახალხი, რომელმაც გახარია პანკისიდან დაიფრინა, ისევ იგნორირებულია - ხელისუფლება ...

ხალხი, რომელმაც გახარია პანკისიდან დაიფრინა, ისევ იგნორირებულია – ხელისუფლება ჰესის მშენებლობის აკვიატებულ იდეას არ ეშვება

Published on

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილობრივები დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ხელისუფლების სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, ხოლო კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შეგდება, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს ზრდის. ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას ამასთანავე, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით პრობლემა შეექმნება სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი არანაირ პირობებზე არ იქნებიან თანახმა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. მოსახლეობა ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს და შესაბამისი ხელმოწერები გროვდება.

ლაფანყურელები დღეიდან დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზის პიკეტირებას და მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ლაფანყურში დღეს შპს „ართანა – ლოპოტა პესის“ და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩენილან

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...