მთავარისიახლეებისაზოგადოება„მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“ - ნიკა გვარამია მის მიმართ...

„მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“ – ნიკა გვარამია მის მიმართ ახალი ბრალის წაყენებას ეხმაურება

Published on

“დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.

რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში“.

„მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ ახალი ბრალის წაყენებას.

ამასთან ნიკა გვარამია ზედიზედ აქვეყნებს ორ სტატუსს , რომლითაც უფრო დეტალურად და ნაკლებკორექტულად ეხმაურება ამ საკიტხს :

,,ბინა გაყიდა და ფული არ ქონდაო? – უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია ინტერმედიაშიო? – უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს კითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგაკეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა კი დავასაბუთე უკვე.”

ნიკა გვარამია თავის ყოფილ და ხალვაშის გახვრეტილ ნავზე დარჩენილ თანამშრომლებსაც მიმართავს:

,,რუსთავი 2ში მყოფებს:
კარგი, 7 წელი რო დედა მო….ანი თქვენთვის, გკიდიათ, მარა, სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ?
არ გრცხვენიათ სუსის და პროკურატურის ზონდერი დირექტორი და ვიღაც ორი ყ…ე რო გმართავთ?
არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)?
ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?! 
მე მრცხვენია ნამდვილად, რომ ამას ვერ გამჩნევდით და თვალებანთებული ვიბრძოდი თქვენთან, როგორც თანამებრძოლებთან ერთად.” – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში ერთი საათის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ნიკა გვარამიასა და ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას და ინტერმედიას ხელმძღვანელის მიმართაც გამოტანილია ბრალდების დადგენილება.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...