მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გახარიას და მთავრობის სრულ შემადგენლობას ოპოზიციური პარტიების წევრები მოუსმენენ

დღეს გახარიას და მთავრობის სრულ შემადგენლობას ოპოზიციური პარტიების წევრები მოუსმენენ

Published on

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება, დღეს მთავრობის შემადგენლობას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.


პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში გაიმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით დაესწრება. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატებთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა 5 სექტემბერს, ფრაქციის სხდომაზე, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.

დღის მეორე ნახევარში მთავრობის შემადგენლობის მოსმენა უკვე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების ფორმატში გაიმართება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...