მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრი მიზეზი, თუ რატომ უნდა შესთავაზოს ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანება, არის ის, რომ...

მთავრი მიზეზი, თუ რატომ უნდა შესთავაზოს ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანება, არის ის, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია – ესტონეთის პრეზიდენტი

Published on

სლოვენიაში, ქალაქ ბლედში გამართულ სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის გაფართოება კვლავაც აქტუალურ საკითხად რჩება და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებზეც უნდა აისახოს.

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარდა, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ევროპისკენ იყურებიან და ითხოვენ, რომ ერთ დღესაც მათაც მიეცეთ შანსი.

„გაიხსენეთ საქართველო. მთავარი მიზეზი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ არ მივუხუროთკარი საქართველოს, არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია და ეს გაყინული კონფლიქტიც კი არ არის. ოკუპაცია სამხრეთ ოსეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ საქართველო შეძლებს გახდეს ისეთივე კარგი რეფორმატორი ქვეყანა, როგორებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან, ევროკავშირმა გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსაც უნდა შესთავაზოს. ამ პერსპექტივაზე უარის თქმა ევროპის ნაწილზე რუსეთის გავლენის აღიარება იქნებოდა.

„თუ საქართველოს ამ პერსპექტივაზე უარს ვეუბნებით მხოლოდ იმის გამო, რომ გვეშინია რუსეთის რეაქციის, ეს არის სიგნალი, რომ კვლავაც რუსეთი გვკარნახობს, ვის შეუძლია დასავლური ორიენტაციის არჩევა და ვის არა“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა.

ევროკავშირის გაფართოებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ასევე სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა. მისი თქმით, ეს საკითხი მუდმივად უნდა რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში. ევროკავშირმა უნდა განაგრძოს რეგიონის ქვეყნების დახმარება, რათა მათ შეძლონ გაწევრიანებისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესრულება.

​„ევროპას არ აქვს ალტერნატივა, ყოველ შემთხვევაში, კარგი ალტერნატივა, როდესაც საქმე შეეხება მშვიდობასა და სტაბილურობას“ – განაცხადა ბორუტ პაჰორმა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...