ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თეთრი გიორგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა და ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა.vადგილობრივები აცხადებენ,რომ მოწამლულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და შესაბამის მკურნალობის კურსს გადიან, ხოლო ბავშვი გადაყვანილiა ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები. მერის გიორგი შენგელიას თქმით, აღნიშნული საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, ხოლო სანამ პრობლემა მოგვარდება კომპანია უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას.ადგილზე კომპანიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას კომპანია ვერ აიღებს და წყლით მომარაგება მხოლოდ სოლიდარობის გამო გააკეთეს. შსს ინფორმაციით, წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ზუგდიდში წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სიახლეები
საზოგადოება
ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...
სიახლეები
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...
სიახლეები
არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე
"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...
სიახლეები
თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...