მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის მიმართვა არჩევნებამდე

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა არჩევნებამდე

Published on

მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, თქვენც ნურაფრის შეგეშინდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მიმართა.„უნდა იცოდეს სახელმწიფო აპარატის თითოეულმა წარმომადგენელმა, რომ მათ არაფერი ემუქრება. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებით და თუ საქართველომ კიდევ გაძლო, ეს არის თქვენი დამსახურება, მეგობრებო. მე მინდა მივმართო ჩვენ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და პოლიციელებს – მე ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით და თქვენ უნდა გააგრძელოთ ქართული სახელმწიფოს სამსახური, ქართველი ხალხის გვერდში დგომა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.„მე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, თქვენც ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა. ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაცის დევნა. ჩვენი პასუხი თქვენზე იქნება სწრაფი განვითარება და სწრაფი აღმშენებლობა. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ჩვენ მთელ ძალას და ენერგიას მოვახმართ ამ გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...