მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და...

დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ

Published on

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ.


„შეინიშნება საეჭვო ჯგუფების გააქტიურება და მათი ორგანიზებით დევნილები ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებში ახორციელებენ უკანონო შეჭრას. დევნილთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ის წესი და ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუ თვითნებურად არის შეჭრილი დევნილი ოჯახი, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება. გვინდა, განმეორებით შევახსენოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ფაქტებს განახორციელებს, რომ არ მოხდება ბინით მათი უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ჩვენ ვიქნებით შეუვალი ასეთი ფაქტების მიმართ.“- განაცხადა გიორგაძემ ბრიფინგზე

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...